უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ცნობებით, დაღუპული სოსო გუგუტაშვილია.

“ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაიღუპა ქვედანაყოფი “შავი არწივის” მებრძოლი – სოსო გუგუტაშვილი, ქვედანაყოფი “შავი არწივი” ოჯახს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს.

ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!”, – წერს “ფეისბუქ” გვერდი “შავი არწივი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები