ირაკლი ზარქუა – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ისევ ულტიმატუმები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისევ მუქარა, ჰგონიათ, რომ ქართველ ერს დაგვაშანტაჟებენ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ
კვლავ ულტიმატუმები ისმის.

მისივე შეფასებით, ევროპარლამენტი საქართველოს დაშანტაჟებას ცდილობს, როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვას უსვამს ხაზს.

„ისევ ულტიმატუმები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისევ მუქარა და ახლა უტიფარი ტყუილი დაამატეს – ვიზალიბერალიზაცია გადაიხედებაო. ვინ ეკითხება კუბილიუსს აზრს. როგორც 27 სახელმწიფოდან მივიღე ამაზე თანხმობა, ასევე 27 სახელმწიფო უნდა შეჯერდეს და კონკრეტულად რაღაც დანაშაული უნდა მიუძღოდეს ჩვენს ქვეყანას. გამორიცხულია, ჰგონიათ რომ ქართველ ერს დაგვაშანტაჟებენ ან სანქცირებით, ან პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით“, – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები