სტოლტენბერგი: თუ ჩინეთს დასავლეთთან კარგი ურთიერთობა სურს, რუსეთის დახმარება უნდა შეწყვიტოს

ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერა, თუ მას სურს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ბერლინში ვიზიტის დროს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პეკინის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის, რადგან ის ხელს უწყობს რუსეთის ომის ეკონომიკას.

„შარშან რუსეთმა მიკროელექტრონული საშუალებების 90% ჩინეთიდან მიიღო, რომელიც გამოიყენება რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების საწარმოებლად. ჩინეთი ასევე მუშაობს რუსეთის სატელიტური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ჩინეთი ამბობს, რომ მას სურს კარგი ურთიერთობა დასავლეთთან. ამავდროულად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებას აგრძელებს. მათ ორივე ერთად არ შეუძლიათ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები