გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ევროპული ღირებულება გვინდა და ქართულად ვიცხოვრებთ, ჩვენს სუვერენიტეტს არავის დავუთმობთ

ჩვენ ევროპული ღირებულება გვინდა და ქართულად ვიცხოვრებთ, ჩვენს სუვერენიტეტს არავის დავუთმობთ,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს ოპონენტია ის ხალხი, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ქვეყნის ღირებულებებს ებრძვის.

„ევროპული ცივილიზაცია და კულტურა ქრისტიანობაზე დგას, ჩვენი ქვეყანაც ქრისტიანულ კულტურაზე დგას. სწორედ ეს ღირებულებებია თავსებადია ერთმანეთთან და არა რომელიმე ევროპარლამენტარის სუბიექტური განცხადება, რომლებიც არაერთხელ იყვნენ კორუფციაში მხილებული. ათეულობით ევროპარლამენტარი დაკავებულია კორუფციით. ჩვენ ევროპული ღირებულება გვინდა და ქართულად ვიცხოვრებთ. ჩვენს სუვერენიტეტს არავის დავუთმობთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები