აშშ-ში რუსეთის ელჩი: შეერთებულმა შტატებმა არჩევანი ომის სასარგებლოდ გააკეთა

შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც კიევს ახალი მრავალმილიარდიანი დახმარება გამოუყო, არჩევანი გააკეთა ომის სასარგებლოდ და ბოლო მოუღო უკრაინის ბედს, რომელიც ანტირუსულ დაპირისპირებად გადაიქცა, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

„ამერიკამ გააკეთა არჩევანი ომის სასარგებლოდ და მხარი დაუჭირა ფაშიზმს, თავისი გაუმაძღარი და დაუოკებელი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის გამო, ადმინისტრაცია რიგითი ხალხის სიცოცხლეს მსხვერპლად სწირავს. მათი გადაწყვეტილებით, ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა ბოლო მოუღეს მთელი სახელმწიფოს ბედს, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ „ცხენის თავად“ იყენებენ“, – აღნიშნა ანტონოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელსაც ბაიდენმა ხელი მოაწერა, მოიცავს 61 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, 26 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის, 8 მილიარდ დოლარს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები