ბაიდენმა უკრაინის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა

FILE - In this Nov. 10, 2020, file photo President-elect Joe Biden smiles as he speaks at The Queen theater in Wilmington, Del. President-elect Biden turns 78 on Friday, Nov. 20. (AP Photo/Carolyn Kaster, File)

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს უცხოელი მოკავშირეების, მათ შორის უკრაინის დახმარების შესახებ. ამის შესახებ მან სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.

„ახლახან ხელი მოვაწერე ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს, რომელიც პალატამ მიიღო შაბათ-კვირას და გუშინ დაამტკიცა სენატმა, რომელიც ამერიკასა და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის და გააგრძელებს ამერიკის ლიდერობას მსოფლიოში“, – თქვა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, დაფინანსების ახალი პაკეტი სასიცოცხლო მხარდაჭერას უწევს ვაშინგტონის პარტნიორებს, რათა მათ „დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი“.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის გარდა, დოკუმენტი ითვალისწინებს დამატებით დაფინანსებას ისრაელისთვის და მოკავშირეებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის ტაივანში.

რაც შეეხება კიევის ხელისუფლებისთვის მიწოდებას, აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამას უახლოეს საათებში გააკეთებს.

ცნობისთვის, 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელსაც ბაიდენმა ხელი მოაწერა, მოიცავს 61 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, 26 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის, 8 მილიარდ დოლარს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები