საგარეჯოში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სეტყვა იყო.

დასეტყვილია მანავი, კაკაბეთი, დიდი ჩაილური და პატარძეული.

ადგილობრივების თქმით, სტიქია რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა რა ზიანი მიიღეს სოფლებმა, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ზარალის შესახებ ინფორმაციას დილით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები