„არა რუსულ კანონს“ – პარლამენტთან მორიგი აქცია 20 აპრილს გაიმართება

„არა რუსულ კანონს“ – საქართველოს პარლამენტთან ახალგაზრდებმა მორიგი აქცია 20 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს.

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მარშით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, საიდანაც სანაპიროს გავლით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან მივიდნენ და ფიცი დადეს, რომ არასდროს შეეგუებიან მტრულ ძალას, რუსულ პროპაგანდას, რუსულ კანონებს და დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღეს. აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები