აშშ-ის საელჩო: 9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ელჩი რუსთაველის გამზირზე, მემორიალთან იმყოფებოდა.
9 აპრილის ტრაგედიას საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა.
პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო.
ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია”,- წერია განცხადებაში.