ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მარტის თვეში 1 068 ბენეფიციარს 326 551ლარის დახმარება გაეწია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მარტის თვეში 1 068 ბენეფიციარს 326 551ლარის დახმარება გაეწია, ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ამასთან: 201 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 18 832 ლარი გამოიყო;
130 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 24 932 ლარით დაფინანსდა;
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 41 პაციენტი 43 491 ლარით დაფინანსდა;
109 მრავალშვილიანი ოჯახი 26 250 ლარით დაფინანსდა;
300 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 100 ლარით დაფინანსდა;
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.