“საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულია” – საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ტასოს ბაკასეტასი ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან დამარცხებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„შენი ქვეყნისთვის თამაში როგორი გრძნობაა, ამას ახსნა არ სჭირდება. საბერძნეთის გუნდი ჩვენთვის რაღაც მეტია – ეს პატივია, პასუხისმგებლობაა, სიამაყეა, სიყვარულია. ამბობენ, რომ ყველაზე მეტ ტკივილს სწორედ სიყვარული გაყენებს. ეს მართალია. ამასაც არ სჭირდება ახსნა. საქართველოსთან წაგება კი ძალიან მტკივნეულია. თუმცა, პასუხისმგებლობა ვალდებულებებსაც გულისხმობს – პირველ რიგში ის, რომ რთულ დროს არ დანებდე. გუნდს წინ უნდა წაუძღვე და გამარჯვება შთააგონო. ეს არის ის, რასაც ჩვენ სამომავლოდ მაინც ვაპირებთ.

მიზანი ძალიან კონკრეტულია. საბერძნეთი მთავარ საფეხბურთო ტურნირებზე უნდა დავაბრუნოთ. ამჯერად ეს ვერ შევძელით. ყველაზე მეტად თავად დავინახეთ, რაც დავაშავეთ და არასწორად რა გავაკეთეთ. თუმცა, მაქსიმუმისთვის ბრძოლაზე უარს არ ვამბობთ. გვჯერა, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია“, – დაწერა საბერძნეთის ნაკრების კაპიტანმა.

26 მარტს გამართულ მატჩში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში 4:2 გამარჯვება მოიპობა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები