გიორგი კახიანი – ანტიპროპაგანდისტულ კანონზე: ამ პროცესს აუცილებლად მოჰყვება საყოველთაო სახალხო განხილვები

პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი კახიანმა ანტიპროპაგანდისტულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით სახალხო განხილვები იქნება და საზოგადოებას პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება.

”ამ პროცესს აუცილებლად მოჰყვება საყოველთაო სახალხო განხილვები და ამ განხილვების ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება და საზოგადოების პოზიცია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით გავიგოთ. იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. ფსევდოლიბერალები ჩაერთვებიან ამ პროცესში. ისინი თავისი პოზიციის დაფიქსირებასაც კი ერიდებიან იმიტომ, რომ ერთი მხრივ იციან, ამ კანონის მიღება არის საზოგადოების ინტერესში და მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას მხარს უჭერს. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ისინი თავს ვალდებულად გრძნობენ თავიანთი პატრონების წინაშე, რომლებიც დიდი ალბათობით, ამ კანონის მხარდაჭერისთვის მათ შესაბამისად გაკიცხავენ“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები