პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც თანხის სანაცვლოდ 6 და 7 მარტს გაასაღა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები