წალენჯიხაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით,სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სტადიონთან არსებულ კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი დაიღუპა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.