გორი 4 დღეა, საქართველოს ჩემპიონატებს მასპინძლობს

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გორი 4 დღეა, საქართველოს ჩემპიონატებს მასპინძლობს.
“სპორტის სასახლეში 19 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდება საქართველოს ჩემპიონატები ბერძნულ – რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში 15 -წლამდელებს შორის.
შეჯიბრების ორგანიზატორია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერია.
ამ ჩემპიონატების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ჩვენი ქვეყნის ნაკრები 15- წლამდელთა შორის, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 15-18 მაისს საბერძნეთში ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები