ნარჩენების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელები აჭარაში იმყოფებოდნენ
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი , ირმა პატარაია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების, აჭარაში მოქმედი წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, კერძოდ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან გაიმართა. აჭარაში შეხვედრები ასევე, ნარჩენების წარმომქმნელ ასოციაციის წევრ კომპანიებთან გაიმართა, სადაც ურთიერთთანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, “ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ირმა პატარაიამ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ინფორმაცია მიაწოდეს ნარჩენების მართვის სისტემის, ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვის ევროპული გამოცდილებისა და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციას ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლამ უმასპინძლა, რომელსაც „ეკო სკოლის“ სტატუსი აქვს მინიჭებული და არის მწვანე დროშის მფლობელი პროექტის მიხედვით ,,დაიცავი საქართველოს სისუფთავე”. შეხვედრას აგრეთვე დოლოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი თამარ აბულაძე და ბიოლოგიის პედაგოგები: მანანა მგელაძე და ვარდო ნაგერგაძე ესწრებოდნენ .
აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის ეკო-კლუბს ,,ბუნების ქომაგები“ ესტუმრა. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს კლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში და არიან „ნიკო კეცხოველის“ პრემიის მონაწილეები. შეხვედრას პედაგოგები: მარიამ ბერიძე, ნათია კეკენაძე, ანზორ ტეტემაძე, ვენერა თურმანიძე ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან დღემდე „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლებმა, ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, 30 სკოლაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს და ორი მემორანდუმი გააფორმეს.