გოგი მეშველიანმა დმანისში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა – გოგი მეშველიანმა დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან ერთად მოინახულა.

„დმანისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს , რაც მოსახლეობის მოთხოვნისა და ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.
მიმდინარეობს დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, ილესება და იღებება როგორც შენობის შიგნით ასევე გარე ფასადი.
ქალაქ დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ბიბლიოთეკის შენობას, სრული რეაბილიტაცია უტარდება, სადაც იფუნქციონირებს ელექტრონული ბიბლიოთეკაც.
სერვის ჯგუფისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ეწყობა სრულად თანამედროვე სივრცე – საოფისე ფართი, კეთილმეწყობა ეზო და ავტო ფარეხები, რაც 100-მდე თანამშრომელს გაუუმჯობესებს სამუშაო პირობებს.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 989 756 ლარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები