ბელგოროდში ჭურვი ავტომობილს მოხვდა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ​განაცხადა, რომ ბელგოროდის თავზე რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რვა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.

მისი ინფორმაციით, თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გამოყენებით განხორციელდა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ გრაივორონის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, ერთი კერძო სახლი და სამი მანქანა“, – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ერთი რაკეტა გამვლელ მანქანას მოხვდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, 2 ქალი დაშავდა.

გლადკოვის თქმითვე, ბელგოროდში სასამართლო ექსპერტიზის შენობაც დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები