სოფელ დოღლაურში კაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში 50 წლამდე ასაკის მამაკაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა. დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.