თურქეთში ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილი 33 პირი დააკავეს – ისინი, სავარაუდოდ, ტერაქტებს გეგმავდნენ

თურქეთის პოლიციამ “ისლამურ სახელმწიფოსთან” (ISIS) კავშირში ეჭვმიტანილი 33 პირი დააკავა, რომლებიც სავარაუდოდ, თვის ბოლოს ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ, ტერაქტებს გეგმავდნენ.

​ამის შესახებ AP წერს.

როგორც ქვეყნის შს მინისტრმა ალი იერლიქაიამ X-ში დაწერა, “არ შევეგუებით არცერთ ტერორისტს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი უსაფრთხოების ძალების დიდი ძალისხმევით”.

მინისტრის თქმით, გამოვლენილი ქსელი აგზავნიდა ადამიანებს კონფლიქტის ზონებში და ISIS-ს ფინანსურ დახმარებას უწევდა, მოქმედებდა უკანონო მეჩეთებსა და რელიგიურ სკოლებში.

აღნიშნულია, რომ ანტიტერორისტულმა პოლიციამ ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია საქარიაში რეიდების დროს, იარაღი, ნაღდი ფული და „საორგანიზაციო დოკუმენტები“ ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები