გორის მერის მოადგილემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირველ ქალ მძღოლს 8 მარტი მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირველ ქალ მძღოლს 8 მარტი მიულოცა.

თამაზ შიოშვილმა თეონა თვაურს ყვავილების თაიგული და მისალოცი ბარათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადასცა.

მერის მოადგილემ ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღე მგზავრ ქალბატონებსაც მიულოცა და თაიგულები გადასცა.

თეონა თვაური 2023 წლის 8 დეკემბრიდან ემსახურება მგზავრებს. ის ერთადერთი ქალბატონია, რომელიც გორელი მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ გადაადგილებაზე ზრუნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები