გოგი მეშველიანი: ჟიული შარტავა ჩვენი დროის გმირია

დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კოლეგებთან ერთად ესწრებოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი.

„ჟიული შარტავა ჩვენი დროის გმირია, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შეგნებულად შესწირა ქვეყანას ისე, რომ იქცა ქართველი კაცის ღირსების სიმბოლოდ.

დღევანდელ ღონისძიებას მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, რაც კიდევ უფრო ამაღელვებელი იყო.

მიმაჩნია, რომ სწორედ ბატონი ჟიულის და მისი თანამებრძოლების გმირობის მაგალითზე უნდა იზრდებოდეს ჩვენი მომავალი თაობა“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები