რუსეთის ქალაქებში დილიდან რამდენიმე ობიექტი დრონების სამიზნე გახდა.
კერძოდ, გამთენიისას თავდასხმა განხორციელდა ვორონეჟში მდებარე “ბალტიმორ”-ის აეროდრომზე. ტელეგრამის არხები წერენ, რომ საფრენი აპარატი, თითქოს, აეროდრომიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ჩამოაგდეს. რუსთის თავდაცვის სამინისტროშიც განაცხადეს, რომ “აეროდრომზე თავდასხმა აღკვეთეს”.
ტელეგრამის არხი 112 იტყობინება, რომ კურსკში, მიხაილოვსკის სამთო და გადამამუშავებელ ქარხანაში დრონის დარტყმის შედეგად, საწვავის რეზერვუარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ორმა დრონმა ანინსკის მუნიციპალურ ოლქში ნავთობის ბაზის იერიში სცადა. ერთ-ერთი ჩამოგდებული დრონის ფრაგმენტები რეზერვუარში ჩავარდა, ხოლო მეორე აპარატი – ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე.
ასევე, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმაზე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გლადკოვმა დაწერა. მისი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.