ორბელიანების სასახლეში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

ორბელიანების სასახლეში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის და ისლანდიის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა ისლანდიის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და შედგა დელეგაციების გაცნობის ცერემონია.

მათივე ცნობით, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები