ბელგოროდის ოლქში, სოფელ დოლგოეში, “ბელგოროდნეფტეპროდუქტის” ნავთობის ბაზაში ხანძარია.
რუსეთში აცხადებენ, რომ ბაზაზე დრონებით იერიში განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, იწვის ორი რეზერვუარი.
გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, დაშავებულები არ არიან.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.