ალმათიში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ Interfax-Kazakhstan-ი რესპუბლიკის სეისმური დაკვირვებისა და კვლევის ეროვნულ სამეცნიერო ცენტრზე დაყრდნობით იტყობინება.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ალმათიდან 31 კილომეტრში დაფიქსირდა.

ქალაქში განგაშის სისტემა ამუშავდა. მედია წერს, რომ ხალხი ქუჩაში გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები