ცაგარეიშვილი – არასამთავრობოებზე: ბოლომდე არიან გადაშვებულები პოლიტიკაში, ისინი არიან პოლიტიკოსები

[არასამთავრობოები] ბოლომდე არიან გადაშვებულები პოლიტიკაში. საქართველოს ხვალინდელ დღეს აზარალებენ, როცა ფეიკ კამპანიას აწარმოებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – მის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა “იმედის კვირას“ განუცხადა.

„ბოლომდე არიან გადაშვებულები პოლიტიკაში. ისინი არიან პოლიტიკოსები. საქართველოს ხვალინდელ დღეს აზარალებენ, როცა ფეიკ კამპანიას აწარმოებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, როდესაც აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციები გააქვთ. წარმოგიდგენიათ ეს რა ტოქსიკური საზოგადოების თავყრილობა შეიძლება იყოს?! ერთმანეთს ხომ დაწამლავენ და ქვეყანასაც მოწამლავენ საუბედუროდ, გამოუსწორებლად“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები