„ხელოვანი იუსტიციელები“ – ეროვნული არქივი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს

1-2 მარტს, 11.00-იდან 19.00 საათამდე, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლებს უმასპინძლებს. „ხელოვანი იუსტიციელები“ – ასე ჰქვია საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების ნამუშევრები – ხელნაკეთი ნივთები, თექასა და ტილოზე შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი, რომელთა რეალიზაციით მიღებული თანხის ნაწილი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისათვის პროდუქტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები