ირანში იანვრის საპროტესტო აქციების სამი მონაწილე, რომლებსაც ორი პოლიციელის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, სიკვდილით დასაჯეს,- ამის შესახებ სააგენტო „ტასნიმი“ იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ბრალდებულებმა აღიარეს თავიანთი დანაშაული, რაც 7 იანვარს ყუმის პროვინციაში გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს ორი სამართალდამცველის მკვლელობას გულისხმობს.
მათ ასევე ბრალი წაუყენეს ისრაელისა და შეერთებული შტატების ინტერესებში შემავალ საქმიანობაში, თუმცა სააგენტომ არ დააკონკრეტა, თუ რა საქმიანობაზე იყო საუბარი.
ირანში არეულობა 2025 წლის 29 დეკემბერს დაიწყო, ირანული რიალის მკვეთრი ვარდნით გამოწვეული ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებიც თითქმის ყველა დიდ ქალაქს მოედო. ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 40 სამართალდამცველი დაიღუპა. ირანის ხელისუფლებამ არეულობის ორგანიზებაში ისრაელი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა.