საქართველოს მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე წარდგება
19-22 მარტს, საქართველოს მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე წარდგება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული დელეგაციის წევრები, ჩვენი ქვეყნის ლიტერატურისა და წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლებთან;
წარადგენენ გერმანულ ენაზე თარგმნილი ქართველი ავტორების წიგნებს;
მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებსა და განხილვებში.
🇩🇪 ლაიფციგის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ღონისძიებაა ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება.