El País-მა ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და მარკ რუტე ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბრიუსელის ყველაზე ცუდ ლიდერებად მოიხსენია
გავლენიანმა მედიასაშუალებამ El País-მა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, კაია კალასი და ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ბრიუსელის ყველაზე ცუდ ლიდერებად დაასახელა.
გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენი, კალასი და რუტე, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბრიუსელში ყველაზე ცუდი ხელმძღვანელობაა.
გაზეთი იხსენებს, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების ფონზე, “კიდევ ერთხელ აჩვენა უსაზღვრო მლიქვნელობა“ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.