“რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს
“რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, “უცხოეთთან კავშირების მქონე სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ“ ტექსტი, რომლის მიხედვითაც ყველა ორგანიზაცია, მათ შორის სახელმწიფო უწყებებიც, რომლებიც იღებენ გრანტებს ევროკავშირის ფონდებიდან ან სხვა ქვეყნებიდან, ვალდებულნი იქნებიან სპეციალურ ბაზაში დარეგისტრირდნენ.
დოკუმენტი ითვალისწინებს ჯარიმებს 15 მილიონ კრონამდე (დღევანდელი კურსით დაახლოებით 700 ათას აშშ დოლარზე მეტი) ან შემოსავლის/ბრუნვის 10%-მდე.
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას კანონპროექტი შეაჩეროს. ლიბერალურმა ჩეხურმა „მეკობრეების პარტიამ“ მას რუსული კანონის ასლი უწოდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტი უცხოური დაფინანსების შემთხვევაში სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ ჩეხეთის მთავრობის პროგრამულ დეკლარაციაშია შეტანილი. დოკუმენტი ითვალისწინებს საჯარო რეესტრის შექმნას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ხოლო „ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, დაწესდება ვალდებულება გამჭვირვალედ მიუთითონ ეს ფაქტი“.