თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, რესტორანში, „სტუმარი და მასპინძელი“, ჩხუბი იყო.
თვითმხილველების თქმით, სიტყვიერი შელაპარაკება ჯერ რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი გარეთ გადმოინაცვლა, სადაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.