ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს პატიმრობა შეეფარდა

ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდების მხარე მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ცინდელიანს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

როგორც პროკურორმა საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მოკლულ გოგონას 59 ჭრილობა აქვს მიყენებული. მისივე თქმით, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე შემდგომი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არსებობს.

ცნობისთვის, ლილოს დასახლებაში 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი მოკლული გუშინ დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. გოგონას დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული და ორმოში იყო ჩაგდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები