ნიკოლოზ სამხარაძე: ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართული ჯარის პროფესიონალიზმი და მისი საბრძოლო მომზადების დონე არის ძალიან მაღალი
“ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართული ჯარის პროფესიონალიზმი და მისი საბრძოლო მომზადების დონე არის ძალიან მაღალი, თუმცა ჩვენ ამ მიღწეულზე არ ვჩერდებით და გვინდა, რომ ეს ურთიერთობები იყოს კიდევ უფრო მეტად ყოვლისმომცველი იმისთვის, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო მეტად იყვნენ მომზადებულნი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებების შეფასებისას “ქრონიკაში” განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო და აშშ მეტ ძალისხმევას ჩადებს იმაში, რომ სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს.
„სამხედრო თანამშრომლობა არის ძალიან მაღალ დონეზე და ეს არ გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლაში მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე ნატოს მისიებში, არამედ ეს გამოიხატება აშშ-ის მიერ ქართული ჯარის დახმარების საკითხებში.
ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართული ჯარის პროფესიონალიზმი და მისი საბრძოლო მომზადების დონე არის ძალიან მაღალი, თუმცა ჩვენ ამ მიღწეულზე არ ვჩერდებით და გვინდა, რომ ეს ურთიერთობები იყოს კიდევ უფრო მეტად ყოვლისმომცველი იმისთვის, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო მეტად იყვნენ მომზადებულნი. სწორედ ეს იყო ელჩის მიერ ნათქვამი ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომ ამ მიმართულებითაც მუშაობა გაგრძელდება და ორივე ქვეყანა მეტ ძალისხმევას ჩადებს იმაში, რომ სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და მთლიანობა დაცული იყოს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.