საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს

ამ წუთებში, საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-მდე გამოსაცდელი.

“ამ დროის მონაცემებით, გამოცდაზე დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

ხვალ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ორ სესიად ჩააბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები