ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილის “არალეგიტიმურობის” პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი; თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო თავად ქალბატონი თამარი აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმური პრემიერის მიმართვის მშვიდი მსმენელი აღმოჩნდა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ნიკა ობოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 4 ოქტომბერი თამარ ჩერგოლეიშვილის “არალეგიტიმურობის” პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო.
მისი განცხადებით, “თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და შედეგად, ციხეში აღმოჩნდნენ, თავად ჩერგოლეიშვილი კი აშშ-ის საელჩოში გამართულ საზეიმო მიღებაზე ლეგიტიმურ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მშვიდად უსმენდა”.
“თუ მიხეილ ყაველაშვილი არალეგიტიმურია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი – ლეგიტიმური პრეზიდენტია, მაშინ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის “გასაღების გადმობარების” მცდელობა არათუ ლოგიკური და სამართლებრივად სწორი, არამედ აუცილებელიც იყო.
ჩერგოლეიშვილის “არალეგიტიმურობის” პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი. თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო თავად ქალბატონი თამარი აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმური პრემიერის მიმართვის მშვიდი მსმენელი აღმოჩნდა,” – წერს ობოლაძე.