მექსიკაში მორლოსის, პუებლასა და მექსიკის შტატებს შორის მდებარე ყველაზე სახიფათო ვულკანმა – პოპოკატეპეტლიმ ფერფლი და კვამლი ამოუშვა.
მექსიკის კატასტროფების პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ კრატერიდან 77 ამოფრქვევა დაფიქსირდა და ვულკანური საფრთხის მეორე დონე გამოცხადდა, რომელიც პრევენციულ ზომებს და სოციალურ დისტანციას გულისხმობს.
მექსიკის აეროპორტების გაერთიანებაში განაცხადეს, რომ ბენიტო ხუარესის საერთაშორისო აეროპორტიდან (AICM) მეხიკოში ფრენები გადაიდო.
ამავე დროს, სავარაუდო ევაკუაციის შესახებ მილიონობით მექსიკელია გაფრთხილებული.
CNN-ი წერს, რომ ვულკანიდან 96 კილომეტრის მანძილზე დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა, ამ დროისთვის “მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”.
ვულკანი ათწლეულების განმავლობაში მიძინებული იყო და პირველად 1994 წელს ამოიფრქვა.