ვიქტორ ორბანი – ალექსეი ნავალნიზე: პატივს ვერ მივაგებთ მას, ვინც ქართველებს ვირთხებად მოიხსენიებდა

შოვინისტები არ იმსახურებენ პატივისცემას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ბენს თორდაის განცხადებას, რომელმაც დეპუტატებს სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის.

მიუხედავად თხოვნისა, უნგრეთის მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა ფეხზე წამოდგომისგან თავი შეიკავეს.

„შოვინისტები არ იმსახურებენ პატივისცემას. ჩვენ არ წამოვდგებით ფეხზე იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ მას, ვინც ქართველებს ვირთხებად მოიხსენიებდა საქართველო-რუსეთის ომის დროს, თორემ მშვიდად განისვენოს“, – აღნიშნა ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები