ჩეხეთმა აშშ-ს საქართველოს მოქალაქე გადასცა

ჩეხეთის ხელისუფლებამ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ფოლად ომაროვი შეერთებულ შტატებს გადასცა.

ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის მდივანი, გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი წერილობით განცხადებაში ამბობს.

მედიის ცნობით, ომაროვი საქართველოს მოქალაქეა.

გარლანდის განცხადებაში მითითებულია, რომ 2023 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ 3 პირს ბრალი წაუყენა “აშშ-ის მოქალაქის მკვლელობის შეთქმულებისთვის, რომელიც დიდი ხანია, ირანის მთავრობის დევნის სამიზნეა”.

”ბრალდების წაყენების დროს ორი მათგანი აშშ-ში იმყოფებოდა და ჩვენ ვთქვით, რომ კანონის გრძელი მკლავი იპოვის და გაასამართლებს მათ, ვინც ამერიკის მოქალაქეების მუქარას, გაჩუმებას ან ზიანის მიყენებას ცდილობს. დღეს ჩვენ სწორედ ეს გავაკეთეთ. მესამე ბრალდებული, ფოლად ომაროვი ექსტრადირებულია შეერთებულ შტატებში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები