მიხეილ სარჯველაძე: სრული ფარსია სააკაშვილის ნავალნისთან შედარება

“სრული ფარსია სააკაშვილის ნავალნისთან შედარება. მათ შორის არავითარი საერთო არ არსებობს, პირიქით, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, სააკაშვილის შემთხვევაში ბრალეულობა დასაბუთებულია.

„სრული ფარსია სააკაშვილის ნავალნისთან შედარება. არაფერი ერთმანეთთან კავშირი და საერთო არ აქვთ ერთადერთის გარდა, რომ ერთიც ციხეში იჯდა და მეორეც. უბრალოდ, არ მგონია, რომ ნავალნის შემთხვევაში ბრალი დასაბუთებული იყო, სააკაშვილის შემთხვევაში კი პრაქტიკულად უდავოა, რომ დანაშაულები, რომელიც მას შეერაცხა, დასაბუთებულია”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები