“პრემიერს შეუძლია, ნატოს შტაბ-ბინიდან წამოიღოს ჩვენი შეიარაღებული ძალების წვრთნის, აღჭურვის უფრო მეტი და ხელშესახები პროგრამა” – ალექსანდრე ელისაშვილი

,,მოქალაქეების“ ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი ბრიუსელში პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელ შეხვედრებს აფასებს.

„ასპირანტი ქვეყანა ვართ, მაგრამ გაურკვეველი, ჰაერში გამოკიდებულია ჩვენი პერსპექტივა. ვაკაკუნებთ, ვაკაკუნებთ, მაგრამ იქიდან [ნატოდან] არავინ არაფერს გვეუბნება. ახლა რაც შეუძლია კობახიძეს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე არის ის, რომ მეტ-ნაკლებად, დახურულ კარს მიღმა მაინც სიცხადე შეიტანოს ჩვენს პერსპექტივასთან დაკავშირებით. თუ მოინდომებს, პრემიერს შეუძლია ნატოს შტაბ-ბინიდან წამოიღოს ჩვენი შეიარაღებული ძალების წვრთნის, აღჭურვის უფრო მეტი და ხელშესახები პროგრამები“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები