პოლონელმა ფერმერებმა “მედიკას” საგუშაგოსთან რკინიგზა გადაკეტეს და უკრაინული მარცვლეული გადმოყარეს

პოლონელმა ფერმერებმა ​”მედიკას” საგუშაგოსთან რკინიგზის მონაკვეთი გადაკეტეს და ლიანდაგზე უკრაინული მარცვლეული გადმოყარეს.

ამის შესახებ უკრაინის მაუწყებელი წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც მედია იტყობინება, ადგილზე პოლიცია, დაახლოებით, ნახევარ საათში მივიდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა გზის გათავისუფლება.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომან კოდრუვმა თქვა, რომ აღნიშნული ქმედება ფერმერთა “ემოციებს” უკავშირდება, რადგან ისინი “უკრაინიდან მარცვლეულის შემოდინების გამო სასოწარკვეთილნი არიან“.

ანალოგიური ინციდენტი თვის დასაწყისში “დოროგუსკის” საგუშაგოსთან მოხდა, მაშინ ტვირთი პოლონეთის გავლით გადიოდა. მაშინდელ ქმედებას პროკურატურა იძიებს, ხოლო პოლონეთის მთავრობამ ბოდიში მოიხადა.

დღეს პოლონელმა ფერმერებმა მასშტაბური აქცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიწყეს, მათ შორის, უკრაინის საზღვართან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები