მექსიკა-აშშ-ის საზღვართან სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, აშშ-ის საზღვართან სროლის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც ტამაულიპასის შტატის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სამხედროები ტეხასის საზღვრის გასწვრივ პატრულირებდნენ, როდესაც მათ შეიარაღებული მოქალაქეები დაესხნენ თავს, რის შემდეგაც სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, არიან თუ არა დაღუპულებს შორის სამხედროები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები