“დასავლეთი 2023 წელს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი” – ნატოს მაღალჩინოსანი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი აცხადებს, რომ დასავლეთი 2023 წელს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი.

ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

ადმირალის თქმით, დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ “თუ უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალას მივაწვდით, ის გაიმარჯვებს”.

„ახლა კი ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ 2024 წლის მიმართ ზედმეტად პესიმისტურად არ განვეწყოთ. თავად ის ფაქტი, რომ უკრაინა ჯერ კიდევ სუვერენული სახელმწიფოა და უკრაინელებმა დაიბრუნეს იმ ტერიტორიების 50%, რომლებიც მათ რუსეთმა 2022 წელს წაართვა – შესანიშნავია“, – თქვა ბაუერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები