თბილისში ტექნიკის მაღაზია გატეხეს

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ გამთენიისას ტექნიკის მაღაზია – “კონტაქტ ჰოუმი” გატეხეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერები და მობილური ტელეფონები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები