ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს
ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
23 წლის დვანიტ რაჯდიპის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინდურ მედიაში გავრცელდა. ინდური მედიის ცნობით, მას მანამდე დაპირისპირება ჰქონდა თბილისში ბინის მეპატრონესთან, ასევე ინდოეთის მოქალაქესთან.