ზურაბ აბაშიძე – ოპოზიციაზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა
„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„მათი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები თვითონ მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და ძალიან ადეკვატურ შეფასებას აძლევს. ქართველი საზოგადოების უმეტესი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელია, ზოგი შეიძლება არა, მაგრამ ერთიანდება გარკვეული ღირებულებების გარშემო. როდესაც არის მაგალითად, ოჯახის პატივისცემის დღე, იგივე პატრიარქის გარშემო. ეს ყველაფერი არის ღირებულებები, რომლებსაც ვერ დაანგრევენ. ასე მოვიდა, 1700 წელია საქართველო ამ გზით დადის. 1700 წელი ვერაფერი მოხდა და ახლაც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერაფერს იზამენ“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.