გიორგი სოსიაშვილი: ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, რათა ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით დალაპარაკებოდა
“ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, ასევე პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რათა მათი გათვლებით, ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით დალაპარაკებოდა,” – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
„ხშირად გავიგონებთ-ხოლმე, ადამიანს სოციალურ ქსელში შესვლა აღარ უნდა. რატომ ხდება? საიდან ხდება? ვისგან? ხომ შეიძლება ამას პასუხი მარტივად გაეცეს?! – ხდება ამ ფაშისტებისგან, რომლებიც საზოგადოებაში სიძულვილის ენას თესავენ და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. უნდა ვიკამათოთ ჩვენ და ამ კამათში დაიბადება ჭეშმარიტება, თუ როგორ უნდა ავაშენოთ უკეთესი საქართველო და არა ლანძღვაში, გინებაში და გამუდმებით ერთმანეთის ბულინგსა და ცილისწამებაში“, – განაცხადა სოსიაშვილმა.