“როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც ჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს” – ზურაბ აბაშიძე
“როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც ჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
აღნიშნულით ის სუს-ის მიერ განხორციელებულ, დაკავების ფაქტებს გამოეხმაურა.
„სწორედ ესაა სახელმწიფოებრიობა. თუ არ არსებობს სახელმწიფო და მისი ძლიერი სტრუქტურები, ჩვენ ამ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ვერანაირად ვერ შევინარჩუნებთ. ეს ყველაფერი მიზეზშედეგობრივი კავშირია – გამოვლინდება, გამოვლინდა და მომავალშიც იქნება რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტებზე, როგორიც არის დანაშაული, რომელსაც ჩაიდენს პოლიციელი და ნებისმიერი მოქალაქე და როგორც ჩაიდენს სხვა პიროვნება, რომელიც დაკავშირებული იქნება სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებასთან საქართველოში. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა აბაშიძემ.